პროტესტი პრეზიდენტის გადაწყვეტილების გარშემო. სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის ერთ-ერთი, პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული პირია. ოპოზიცია სახელმწიფოს მეთაურს მწვავედ აკრიტიკებს, პრეზიდენტის მიმართ კითხვები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც, რომლებიც განმარტებებს ითხოვენ და აინტერესებთ, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა შეწყალების კომისიამ.
დანაშაული 2014 წელს ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მოხდა, რა დროსაც, 22 წლის პოლიციელი მოკლეს. სამართალდამცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ და უკვე დღეს შეწყალებულ პირს, სასჯელის ნახევარიც კი არ ჰქონდა მოხდილი.
მოამბის არაერთი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დღეს კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.