საქართველოს პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, რომელსაც „გირჩის“ გარდა, უკვე ყველა ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მთავარი კითხვა ახლა სამოქმედო გეგმას ეხება, იმას, როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკოსებს ქარტიის ყველა პირობის შესრულება არჩევნების შემდეგ. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი კვლავ დაპირებებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა
ექნება. ხელმომწერთა ნაწილს კი ამ დრომდე კითხვები აქვს ვადამდელ არჩევნებთან და ტექნიკურ მთავრობასთან მიმართებით.
„ქართული ოცნება“ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი და მისთვის აღნიშნული შეთანხმება ნულის ტოლფასია. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ გიორგი გახარია და მისი პარტიაც შეუერთდა. ერთადერთი პარტია, რომელიც ამ დრომდე არ აპირებს პრეზიდენტის შეთავაზებულ სამოქმედო დოკუმენტთან შეერთებას, „გირჩია“.