პრეზიდენტის მწვავე გზავნილები „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მისამართით.
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქართული მედიასაშუალებისთვის მიცემულმა პირველმა ინტერვიუმ აჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილის და მმართველი პარტიის პოზიციები რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. პრეზიდენტი მმართველ გუნდს აკრიტიკებს ცალკეული ევროპელი პარტნიორების მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო, მისთვის არასაკმარისია ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა, არასასურველი დროის კონტექსტში პრეზიდენტს კითხვები აქვს ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამოც. ევროკავშირისგან ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ევროპულ სტრუქტურებთან მეტი მუშაობისკენ და მეტი პიარისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტს შენიშვნები აქვს ოპოზიციის მისამართითაც. პოლიტიკურ სპექტრში რეაქციები არაერთგვაროვანია.