პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით.
პირველი არხის გადაცემა „დღის თემასთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები მანამდე გამოთქმულ პრეტენზიებს შორის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ანტიდასავლური რიტორიკა, დასავლელ პარტნიორებთან არასაკმარისი მუშაობა, გაუქმებული ვიზიტები, ევროკომისიის 12 პუნქტის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა – ეს პრეტენზიების მხოლოდ ნაწილია. პრეზიდენტს აინტერესებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციების განსახილველად რატომ არ ჩადიან მმართველი გუნდის ლიდერები ბრიუსელში. უმწვავესი გზავნილების ადრესატები გახდნენ პრემიერი და პარტიის ლიდერები კონკრეტული განცხადებების გამო, რომლებიც ინტერვიუს დროს წაიკითხა. პრეზიდენტის აზრია, რომ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ დუმილის პოლიტიკა აქვს. რაც შეეხება ელჩებთან დაკავშირებულ უთანხმოებას, რომელსაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ამერიკაში ყოფილ ელჩ დავით ბაქრაძეს, რომლის გადაყვანა ხელისუფლებას გაერო-ში სურს, სალომე ზურაბიშვილი კომპეტენციას უწუნებს.
ინტერვიუს მოსმენის შემდეგ არანაკლებ მძიმეა მმართველი გუნდის რეაქცია.