პრეზიდენტის ინტერვიუ „ფაინენშალ თაიმსთან“

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის, – განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, პანდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავონ. ინტერვიუს თემა იყო რუსეთი, იქ შექმნილი ეპიდ ვითარება და კრიზისი, რასაც ნავთობის ფასების დაცემაც ამძაფრებს. ეს კი ზურაბიშვილის განმარტებით, კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს აჩენს. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ცვლის პროვოკაციულ პოლიტიკას. მძიმეა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, სადაც ადგილობრივებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება არ აქვთ, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.