პრეზიდენტის ინტერვიუ Euronews-თან

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე და ამ პოლიტიკის მძიმე შედეგებზე საქართველოს პრეზიდენტმა ამჯერად ევრონიუსთან ისაუბრა.

რეზონანსული ინტერვიუს ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა მოსკოვთან დიალოგის პირობა დაასახელა. სახელმწიფოს მეთაური მოლაპარაკების შანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ კრემლის მხრიდან მეზობლისადმი დამოკიდებულება შეიცვლება.

,,რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება იყოს აგებული იძულებაზე”,- ასეთი იყო პრეზიდენტის გზავნილი, რასაც პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

გააჩენს თუ არა ევრონიუსთან გაკეთებული განცხადება რუსეთთან დიალოგის დაწყების რაიმე პერსპექტივას, -კრემლის მიდგომებსა და სტრატეგიაში ცვლილებებს პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე არარეალისტურად მიიჩნევს.