პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისია დაკომპლექტდა

პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისია დაკომპლექტდა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მასში 23 პირი შედის.

მუშაობაში მონაწილეობას დამატებით მოწვეული შვიდი პირი მიიღებს. კომისიაში თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი შედის.

რატომ შეჩერდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილის შერჩევისას არჩევანი თელავზე. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ადგილმდებარეობის განსაზღვრას აქვს სიმბოლური ხასიათი.

არჩევნების მეორე ტურში თელავში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონკურენტთან დამარცხდა. მან გრიგოლ ვაშაძეზე ნაკლები ხმა მიიღო.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცია ნიშნავს, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება. მისივე განცხადებით, არასწორია, როდესაც ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება დედაქალაქში ტარდება.