პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - გამოხმაურება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებები თემაა. „იმპიჩმენტის პროცედურით ვიხილეთ ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად რჩება.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და სალომე ზურაბიშვილის კავშირზე ისაუბრა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის„ მფარველობის წყალობით ვერ დატოვა თანამდებობა, თუმცა შედეგი არის ის, რომ მას აქვს საპარლამენტო უმრავლესობის და მოსახლეობის უმრავლესობის უნდობლობა. პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კანონმდებლები გუშინ დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. 86 მომხრე, ერთი – წინააღმდეგი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი საკანონმდებლო ორგანოში არ შედგა.