პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

„უნდა შევახსენოთ სალომე ზურაბიშვილს და ყველას, ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოპოზიციაში ყოფნის დროს, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი. მთავრობის მეთაურის თქმით, ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით.

პრემიერ-მინისტრის განცხადება