პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ. საკითხი პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობას იმპიჩმენტისთვის აუცილებელი 100 ხმა არ აქვს, საკითხის კენჭისყრა გააშიშვლებს სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის საერთო დღის წესრიგს, ხელი შეუშალონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპელ ლიდერებთან სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, მისი პოზიციების გამო კონტრპროდუქტიულია.