პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის რიგით მეორე პროცედურისთვის მზად არის. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში შევა. მიზეზად მმართველი გუნდი მთავრობასთან შეთანხმების გარეშე პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს ასახელებს, რაც ხელისუფლების განცხადებით, კონსტიტუციის დარღვევაა. სალომე ზურაბიშვილმა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ორმხრივი შეხვედრები ოთხ ქვეყანაში – გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიასა და საფრანგეთში გამართა. მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქმედებებით უფლებამოსილებას აჭარბებს და კონსტიტუციური კანონის ჩარჩოებიდან გადის, რის გამოც მან თანამდებობა იმპიჩმენტის წესით უნდა დატოვოს.