პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი? – საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. 9 მოსამართლიდან მინიმუმ 6-ის თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები კონსტიტუციის დარღვევად კვალიფიცირდეს. ხვალვე გაირკვევა, დაიწყება თუ არა იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ აქვს. ცნობილია ისიც, რომ ოპოზიცია ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმას არ მისცემს.