დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია – ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაწყებულ დავაზე, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
„ქართული ოცნების“ გუნდი მისივე მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და ახლა საბოლოო პასუხს სასამართლოსგან ელოდება. სპეციალურ წარდგინებას ხელი უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა.