„ჩემი გამოსვლა არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ჯართან დაკავშირებით, მისი განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ, დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. დღეს კი განმარტება უკვე თავად პრეზიდენტმა გააკეთა.