პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოს მოქალქეებისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და არ აპირებს გაჩერებას. მისივე განმარტებით, სხვადასხვა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრების გამართვას კვლავ გააგრძელებს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მის მიმართვას დადებითად აფასებს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევა ევროპელობაში არ ჯდება. „ქართულ ოცნებაში“ ასევე ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მართველი გუნდისთვის პასუხის გაცემა იყო.