„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ქსენოფობიურ კამპანიას აქეზებს. ირაკლი კობახიძე სამარცხვინოს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომელიც ზურაბიშვილმა ყვარელში ქორწილის ჩაშლასთან დაკავშირებით გააკეთა. კობახიძის განმარტებით, რუსეთის ის მოქალაქე, რომელსაც კახეთის რეგიონში ქორწილი ჰქონდა, რუსეთის აგრესიას უკრაინაში გმობს და ასეთი ადამიანის ქორწილის ჩაშლა, საქართველოს კულტურასთან შეუთავსებელია.