პრეზიდენტის ბოლო ინტერვიუმ მთავრობასთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო პრემიერს ჩინეთის ელჩთან განმარტების გაკეთება დასჭირდა. ჩინეთის პრეზიდენტზე სახელმწიფოს მეთაურის გზავნილი მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმის სამტკიცებლად, რომ პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს. ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების ფონზე „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის უკიდურესად დამაზიანებლად მიიჩნევს. ფრანგული ახალი ამბების არხთან ინტერვიუში სახელმწიფოს მეთაურმა ჩინეთის პრეზიდენტის გასამართლებას დაუჭირა მხარი. მძაფრი რეაქციების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია. პარიზში მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტის დროს სალომე ზურაბიშვილის მიერ ადგილობრივი მედია-საშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუები განსაკუთრებით ხმაურიანი და რეზონანსული აღმოჩნდა. შესაბამისად, მთავრობის ტონი და კრიტიკა პრეზიდენტის მისამართით კიდევ უფრო გამწვავდა.
სალომე ქოქიაშვილი სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირების ახალი ფაზის შესახებ.