პრეზიდენტის განცხადება

შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა. მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ეს განცხადება დღეს გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ, პროკურატურის მიერ მოხდა პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციის და ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის.