რა კონფიგურაციით წარდგება საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ნაწილი. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტიის“ შემდეგ, მასზე ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი ერთობის გარანტიაა და არა ერთიანობის. ოპოზიციური პარტიების ნაწილი განიხილავს საერთო სიის შექმნის შესაძლებლობას. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ახლა ვიწრო პარტიული ინტერესების დრო არ არის და აუცილებელია, ოპოზიციამ შეასრულოს ხალხის დაკვეთა, რაც მათი შეფასებით, ოპოზიციური სპექტრის ერთობაა. ერთობის მომხრეა ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი კი საერთო სიაში საკუთარ თავს ვერ ხედავს. მათ შორისაა პარტია „გირჩი“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“, რომლებსაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიაზე ხელი არ მოუწერიათ. მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთობას სკეპტიკურად უყურებს.