პრეზიდენტი თუშეთში ავარიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტმა სამძიმრის წერილი გაავრცელა.

„მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი  მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

დაღუპულთა ოჯახებს პრემიერ-მინისტრმაც მიუსამძიმრა. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.