პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრა აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში შედგა. პრეზიდენტს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.
სალომე ზურაბიშვილმა ახლადაშენებული სარეაბილიტაციო ცენტრიც დაათვალიერა. მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მაისში დასრულდა. ახლა შენობის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო ცენტრი 100 პაციენტზეა გათვლილი.