პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენაზე შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს

პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს, – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგინა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი, პრეზიდენტი კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს.

 

მისი განმარტებით, პრეზიდენტს კონსტიტუციით  შვიდ დღიანი ვადა აქვს, თუმცა შესაბამისი აქტი დღეს გამოიცემა .

„პრეზიდენტი მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში,  რასაც აკისრებს კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს და ეს ნათელი იყო, როდესაც მან ისაუბრა, რომ მისი შეხედულებით, მოცემულ სიტუაციაში, მმართველ გუნდს უნდა წარმოედგინა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, მაგრამ მმართველმა გუნდმა წარმოადგინა სხვა კანდიდატურა. ამ კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი დღეს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს თავისი განკარგულებით“, – აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

საპარლამენტო უმრავლესობამ  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა  და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა.