პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოსგან სარჩელის განხილვის დასრულებამდე უცხოური გავლენის დაფინანსების შესახებ კანონის მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და იურისტებმა განაცხადეს, რომ მუშაობენ საკონსტიტუციო სარჩელზე რომელსაც უახლოეს დღეებში შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში. პარალელურად საკონსტიტუციო სარჩელზე პრეზიდენტიც მუშაობს, რომელიც ხმაურიანი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას შეეხება. შეხვედრაზე სწორედ საკონსტიტუციო სარჩელებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები არასამთავრობოებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტებს შორის.