28 მომხრე, 50 წინააღმდეგი. პარლამენტის უარი პრეზიდენტს. საკანონმდებლო ორგანომ გიორგი მარგველაშვილს მისი ყოველწლიური მოხსენების ფორმატის ცვლილებაზე უარი უთხრა.
სახელმწიფოს მეთაური ითხოვდა საშუალებას დებატში მონაწილე დეპუტატებისთვის პასუხი გაეცა. რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვის უფლება აქვს. მანადე კი პარლამენტის ტრიბუნას მხოლოდ კანონმდებლები იკავებენ. როგორც უმრავლესობის ისე ოპოზიციის წევრების შეფასებები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საკმაოდ მწვავე იყო. დებატი გრძელდება, თუმცა ახლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში არც მთავრობა და აღარც პრეზიდენტი იმყოფება.
შორენა ხვიჩიას ვრთავთ ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში.