კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ ბუსტერდოზით აიცრა დღეს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ორი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ, ბუსტერდოზა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში გაიკეთა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.