საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რუსი მწერლის, ნიკოლაი ზენკოვიჩის წიგნის „ჰეიდარ ალიევი – ბედის ზიგზაგების“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 15 წლისთავს მიეძღვნა.
რუსი ავტორის, ნიკოლაი ზენკოვიჩის წიგნში ყურადღების ცენტრშია ჰეიდარ ალიევის ფიგურა, თუ როგორ გახდა საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი საბჭოთა რეჟიმის დაშლის შემდეგ თანამედროვე აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ქვეყნის ფაქტობრივი დამაარსებელი.
წიგნი ქართულად ჭაბუკი ქირიამ თარგმნა.
ღონისძიება საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.