სერგი ჯიქიას იუბილე

მეცნიერებათა აკადემიაში აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოს სერგი ჯიქიას დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, ღონისძიებას სერგი ჯიქიას მოსწავლეები, ოჯახის წევრები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.

სერგი ჯიქია თურქული ფილოლოგიის, ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის ხალხთა ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობათა საქვეყნოდ აღიარებული მკვლევარი იყო.