ჩეხეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ჟურნალისტებმა ყვარელი, თელავი და წინანდალი მოინახულეს. თბილისში უცხოური მედიის წარმომადგენლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.
ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული კერძების, ღვინისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩეხეთიდან საქართველოში 66.8%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.