პრესკონფერენცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში

„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს, აკრძალოს საწარმოო მასშტაბით კრიპტოვალუტის გამომუშავება 1 000 კილოვატზე მეტის მოხმარების შემთხვევაში. ამ თემაზე ბრიფინგი დღეს პარტიის ოფისში, ლაშა ჩხარტიშვილმა გამართა. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი აცხადებს, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვთ, რომელსაც მალე საკანონმდებლო ორგანოსაც წარუდგენენ.