საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე იფუნქციონირებს. პრესის მუზეუმი არის სივრცე, სადაც თავს იყრის მე-19 და მე-20 საუკუნის პრესა, რომელიც დამთვალიერებელს ეპოქის შესახებ უქმნის შთაბეჭდილებას.
მუზეუმის გახსნას კულტურის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.