პრემიერობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს ხვდება. ირაკლი კობახიძემ მათ საკუთარი სამთავრობო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რის შემდეგაც ოპოზიციის წევრებმა მას შეკითხვებით მიმართა. ოპოზიციის შემდეგ ხვალ პრემიერობის კანდიდატი უკვე უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება.