პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენა ბოლო სასესიო კვირაში შედგება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიში კანონმდებლებისთვის ტექსტის სახით უკვე ხელმისაწვდომია. პაპუაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენას ოპოზიცია არ დაესწროს.