ნიუ იორკი დღესაც საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია.
გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე ტრიბუნა დღეს დონალდ ტრამპს დაეთმო. აშშ-ის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა რამდენიმე ქვეყანა და საგარეო დახმარების პროგრამის გადახედვა დააანონსა. „ჩვენ დავეხმარებით მხოლოდ მათ, ვინც პატივს გვცემს და ჩვენი მეგობარია“ – ეს არის ნაწყვეტი ტრამპის გამოსვლიდან.
პარალელურად გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პრემიერი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს ესაუბრა. ნიო იორკში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტიც.
მარიამ ცარელაშვილი განაგრძობს საუბარს ნიო იორკიდან.