პრემიერის რანგში აშშ-ში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი დაიწყო.
20 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მიიღებს, მანამდე კი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპის მრჩეველს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე და ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეა საუბარი მამუკა ბახტაძის იმ წერილშიც, რომელიც ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის გზავნილები თბილისში არაერთგვაროვნად შეაფასეს.