პრემიერის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში

დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის  ფარგლებში პირველი შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს. 20 სექტემბერს მამუკა ბახტაძე სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდება. მოლაპარაკებები გაიმართება სენატორებთანაც.

მთავრობის მეთაური 27 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მანამდე, პრემიერი სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.