პრემიერის პასუხი პრეზიდენტს

პრეზიდენტის პრემიერისადმი მიმართვა პოლიტიკური დავის მიზეზი ხდება.

მამუკა ბახტაძე გიორგი მარგველაშვილის მონაწილეობით მთავრობის სხდომის გასამართად მზად არის, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან ავლაბრის სასახლეს კანონმდებლობის დაცვაზე მიუთითებენ და ითხოვენ, რომ საპარლამენტო მდივნის ნაცვლად მთავრობას წერილობით თავად პრეზიდენტმა მიმართოს.

უკვე ცნობილია, რომ სხდომის მოწვევის და პრეზიდენტის დასწრების შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაური მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი დღის წესრიგით მივა. მათ შორის იქნება ხორავას ქუჩის საქმე, რაზეც პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

პირველი დეკემბრის შემზარავი დანაშაულის გირგვლიანის საქმესთან შედარება მთავრობის მეთაურისთვის კატეგორიულად მიუღებელია.