საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ირაკლი კობახიძეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი მასპინძლობს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.