საქართველოს პრემიერი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს ეკონომიკის, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.