საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს – „გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, 4 ივლისი არამარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო. სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს შს და ფინანსთა მინისტრებმაც.