პრემიერის გზავნილები - „ქართული ოცნების“ პოზიცია

ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს „ქართული ოცნების“ ლიდერებიც აფასებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, გამოჩნდა ის საფრთხეები, რომელმაც მმართველ გუნდს აფიქრებინა გადაწყვეტილების მიღება, კანონპროექტი უკან გაწვეულიყო. „ბევრი მოსურნე აღმოჩნდა, რომ საქართველოში რაღაც ფორმით აგორებულიყო ისეთი პროცესები, რომელსაც შეეძლო, საქართველო მიეყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე,“ – აცხადებს სარჯველაძე.