მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც მეტყველებს საზოგადოების დამოკიდებულებაზე, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შედეგებზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპონენტები უკმაყოფილო დარჩნენ ეუთო/ოდირის შეფასებით და დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, რადგან არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და პოლიციას მუშაობისთვის.