პრემიერის განმარტება

სამწუხაროდ, მახათას მთაზე აუდიო და ვიდეო გადაცემისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა – „ამ მომენტისთვის ვერაფერს დაგიდასტურებთ, გავერკვევით და გეტყვით.“

მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე, სიტყვით გამოსვლისას შექმნილ შეფერხებას გამოეხმაურა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.