არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში ოფიციალური მოსკოვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს საქართველოს პრემიერი, თუმცა ქვეყანა რუსეთის მიმართ სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული რჩება.
მთავრობის მეთაური ქეთევან ციხელაშვილს სთხოვს, რაც შეიძლება მალე წარმოადგინოს ის წინადადებები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვისაა მომზადებული.
გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი გზავნილები პოლიტიკურ წრეებში ამჯერადაც არაერთგვაროვნად შეფასდა. მსოფლიო ლიდერების მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების ფონზე ოპოზიციის ნაწილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს.