პრემიერის განცხადება მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე
არის თუ არა უთანხმოება მოქმედ და ყოფილ პრემიერებს შორის – კითხვა მინისტრთა კაბინეტში მომხდარმა პირველივე ცვლილებამ გააჩინა.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით თანამდებობის დატოვება მოუხდა ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პოსტი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიკავა. გათავისუფლდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. ეჭვები კიდევ უფრო გაზარდა კომუნიკაციის ნაკლებობის არგუმენტით გადაყენებული მინისტრის ტონმა და იმ ვრცელმა წერილმა, რომელშიც ზურა აზარაშვილმა საკუთარი მინისტრობის პერიოდი შეაჯამა. ფაქტია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებით მიღებული და ექს-პრემიერის მიერ მხარდაჭერილი ხმაურიანი გადაწყვეტილება პრემიერის შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
ვინ შეცვლის აზარაშვილს და მოსალოდნელია თუ არა მთავრობაში სხვა ცვლილებებიც – ბუტა სეთურიძე განაგრძობს საუბარს