„ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს.