ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქ ლაივში“.
მამუკა ბახტაძემ სვანეთში არსებულ მდიდარ ჰიდრორესურსებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსხვილი პროექტის განხორციელება უნდა დაეფუძნოს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.