მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც საზღვაო ბიზნესით არიან დაკავებული – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
კონფერნეცია ბათუმში გაიხსნა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საზღვაო ტრანსპორტი არის მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს.
ყურადღება გამახვილდა ეროვნული წარმოების განვითარებაზე.