პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის წერილს ღალატად აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ, ამ შემთხვევაში, ბრიუსელს. მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს და ამას საზოგადოება ხედავს.