რა ზომების მიღებას გეგმავს საქართველო კლიმატური ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დასაძლევად – საქართველოს პრემიერმა დღეს შარმ ელ შეიხში გაერო-ს კლიმატის სამიტის მონაწილეებს მიმართა.
პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მიღწევა სამი წლის შემდეგ, განახლებადი ენერგიის წყაროების გაზრდა, განახლებადი ენერგიის არატრადიციული პროექტების მხარდაჭერა ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხებად დასახელდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკულ საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაშიც მიიღო მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრმა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების და ალტერნატიულ წყაროების ათვისების აუცილებლობაზე ისაუბრა.