პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში არის კარგი მაგალითი, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რამდენად აცდენილია ოპოზიცია რეალურ გამოწვევებს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით კი, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათანადოდ ხელმძღვანელობს სახელმწიფოს.